ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური დღეები, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის, რომელიც 2003 წლიდან უკვე ფესტივალად იწოდება, უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაა და მას ყველა სრული სერიოზულობით უდგება.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1991 წელს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წამოწყებამ გაამართლა და ფესტივალებმაც თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.
წლეულს, ზაფხული თამაშებს რომ თბილისი უმასპინძლებს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ხოლო ზამთრისა კი სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს.
25-30 იანვარს მთელი ევროპა, უფრო ზუსტად კი 47 ქვეყნის 1300-ზე მეტი სპორტსმენი ჯუჯა ლიხტენშტეინში შეიკრიბება, რომლებიც მედლებს სპორტის 8 სახეობაში გაითამაშებენ. ესენია: სამთო სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა, თხილამურებით რბოლა, ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა, ბიატლონი, სნოუბორდი და სათხილამურო ორჭიდი.
რა თქმა უნდა, რიგით მეთორმეტე ზამთრის ფესტივალი ქართველი ათლეტების გარეშე არ ჩაივლის. ვოლარბეგი საქართველო 4 სპორტსმენით წარსდგება.
სამთო სათხილამურო სპორტში ბესარიონ ჯაფარიძე და გიორგი კურტანიძე იასპარეზებენ, სნოუბორდში ლუკა რურუა ცდის ძალებს, ხოლო ფიგურულ ციგურაობაში ყინულზე ირაკლი მაისურაძე ისრიალებს.
გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩვენი ქვეყანის ნორჩმა სპორტსმენებმა ორი ზამთრის ფესტივალი (1999, 2001) გამოტოვეს, ხოლო ჯერ-ჯერობით ერთადერთი მედალი ვახტანგ მურვანიძეზე (ფიგურული ციგურაობა) მოდის, რომელმაც 1997 წელს სუნდსვალში ვერცხლი მოიპოვა.
ვოლარბეგში საქართველოს დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიას – გიორგი ესაკია.
www.geonoc.org.ge