კალათბურთი

23:47 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 12 ქულა ბასკებს გამარჯვებაში დაეხმარა

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატში “ობრადოირო” 85:77 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კი გამარჯვებაში ტრადიციულად სოლიდური წვლილი შეიტანა.

თოკო სასტარტო ხუთეულში იყო და 22:57 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის გამო, ბოლოსწინა წუთზე გადაინაცვლა.

ბასკური კლუბის რიგებში საუკეთესო ამერიკელი ცენტრი კოლტონ აივერსონი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (14 ქულა, 15 მოხსნა) შეასრულა, სტუმრებს კი პოლონელმა ლეგიონერმა ადამ ვაჩინსკიმ ულიდერა 26 ქულით.

8 მოგებით და 9 მარცხით, “ლაბორალ კუჩამ” მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, შემდეგ მატჩს კი, 25 იანვარს, ისევ შინ, კატალონიურ “ბარსელონასთან” ჩაატარებს. მანამდე, 23-ში, შენგელიას კლუბი ევროლიგის ეგიდით პირეოსში “ოლიმპიაკოსს” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117521