მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგაში მე-15 მატჩი მოიგო და ერთპიროვნულ ლიდერად რჩება, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმაც შეიტანა.
მოსკოველები ფინეთში “ბაიზონსს” ეწვივნენ და ძალიან იოლად – 78:63 მოიგეს. ბოლო მეოთხედში სტუმრები ლიდერების გარეშე თამაშობდნენ და 7:23 განადგურდნენ, თორემ მანამდე სხვაობა საერთოდაც კატასტროფული იყო.
მარკოიშვილმა მოედანზე 20:04 წუთი დაჰყო და 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
სტუმართაგან ორმაგი დუბლი (11 ქულა, 10 მოხსნა) ანდრეი ვორონცევიჩმა შეასრულა, ვიტალი ფრიძონმა და პაველ კორობკოვმა 13-13 ქულა ჩააგდეს, ნანდო დე კოლომ კი 10 ქულას 5 მოხსნა და 5 პასი წაამატა. უცნაური ის იყო, რომ 20:30 წუთი უქულოდ დაასრულა მილოშ ტეოდოსიჩმა.
ცსკა ვთბ-ლიგაში მომდევნო მატჩს 25 იანვარს ვიქტორ სანიკიძის “უნიკსის” წინააღმდეგ ჩაატარებს, მანამდე კი, 22 იანვარს, ევეროლიგის ტოპ-16-ის ეგიდით მალაგას “უნიკახას” უმასპინძლებს.