ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა, “მილუოკის” 20 წლის ფორვარდმა საბერძნეთის მოქალაქემ იანის ანტეტოკუნმპომ თავისი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ირინა შეიკთან პაემანი სურს.
“გავიგე, რომ რონალდუ და ირინა შეიკი დაშორდნენ, მოდელი მარტოა. შეიძლება შევხვდე? თუ ფიქრობთ რომ ჯერ ადრეა??”- განაცხადა ნახევრად ხუმრობით ზაზას 20 წლის თანაგუნდელმა.
როგორც იცით, შეიკმა დაადასტურმა მისი და “ოქროს ბურთის” მფლობელის კრიშტიანუ რონალდუს დაშორების ამბავი და ისიც დაამატა, რომ პორტუგალიელის და მისი დაშორების მიზეზი რონალდუს ოჯახი არ ყოფილა.