“ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი კმაყოფილია ნეაპოლის კლუბში თამაშით. რომში ჩატარებული “ლაციო”-“ნაპოლის” (0:1) მატჩის შემდეგ იგუაინმა მცირე კომენტარი გააკეთა.
“საბედნიეროდ, ჩვენ მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. “ლაციო” ძლიერი კლუბია. მესამე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ. “ნაპოლიში” ყველაფერი მომწონს”, - იგუაინის სიტყვებს football Italia ციტირებს.
“ნაპოლიმ” “ლაციო” სწორედ გონსალო იგუაინის მე-18 წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა.