ჩოგბურთი

17:59 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი სტარტისთვის ემზადება

დილით ნოვაკ ჯოკოვიჩის შეუძლოდ ყოფნის თაობაზე ინფორმაცია გამცნეთ, მოგვიანებით კი რეიტინგსიის სერბმა ლიდერმა საკუთარი ქომაგები დაამშვიდა, გაციებული ვიყავი, კუჭიც მტკიოდა, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა და ავსტრალიის ღია პირველობას მომზადებული და კარგ გუნება-განწყობაზე ვხდებიო.

ნოვაკმა წლის პირველ სადიდსლემო ტურნირზე საკუთარ შანსსა და სასტარტო მეტოქეზეც ისაუბრა: “მელბურნში ასპარეზობა ჯერ არ დაწყებულა, ამიტომაც ფავორიტებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, ავსტრალიის ღია პირველობაზე წინა წლებში წარმატებული გამოსვლა ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. მნიშვნელოვანია შეჯიბრების კარგად დაწყება. პირველ მეტოქეს რაც შეეხება, ბედენეს მშვენივრად ვიცნობ. ალიაჟი კარგად თამაშობს უკანა ხაზზე და სხვა თვისებებიც აქვს. იგი პირველად ითამაშებს მელბურნის ცენტრალურ კორტზე, რაც მოტივაციას გაუზრდის”.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა ოთხჯერ, 2008, 2011, 2012 და 2013 წლებში მოუგია.

0.117659