ფეხბურთი

14:02 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობენს ნიანგმა უკბინა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევ არიენ რობენს ნიანგმა ხელის თითებზე უკბინა. “რეკორდმაისტერები” ყატარში შეკრებაზე იმყოფებიან და ერთ-ერთ ზამთრის სამწვრთნელ ბაზასთან ახლოს ფეხბურთელებს ბურთი ტბაში გადაუვარდათ. რობენმაც იყოჩაღა, ბურთის მოსატანად მივიდა და მიზნის შესრულების დროს ნიანგმაც თავისი “მოვალეობა” შეასრულა.

“ბილდის” ინფორმაციით, ფეხბურთელს ხელის არათითი და შუა თითი დაუზიანდა. აღნიშნული ფაქტი გერმანულ გაზეთს თავად რობენმაც დაუდასტურა: “როდესაც ბურთის ამოღებას ვცდილობდი, ნიანგმა მიკბინა”.

რა უნდოდა სამწვრთნელ ბაზასთან ახლოს ნიანგს ან რატომ წავიდა ჰოლანდიელი ბურთის მოსატანად, ეგ მეორე საკითხია. კიდევ კარგი, რობენმა თავს დროზე უშველა, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთობ კურიოზული, ამასთან ტრაგიკული ამბავი მოხდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112732