სოციალურ ქსელში ცხინვალის “სპარტაკის” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია კლუბის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ კლუბის დამფუძნებელ დიმიტრი სანაკოევის, პრეზიდენტ მურთაზ შელიასა და სპორტულ დირექტორ გიორგი ქინქლაძის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სამაჩაბლოს მხარის წარმომადგენელი ეროვნულ ჩემპიონატში “ცხინვალის” სახელით გამოვა.
“რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ “ცხინვალი” და არა ცხინვალის “სპარტაკი.” ჩვენი კლუბის მიზანი ევროტურნირებზე თამაშია, შესაბამისად, გვინდა მთელმა ევროპამ გაიგოს, რომ ცხინვალი საქართველოა! “ – განმარტებულია კლუბის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში.
ასევე გაცნობებთ, რომ დღეს “ცხინვალმა” ამხანაგურად ითამაშა რუსთავის “მეტალურგის” წინააღმდეგ. ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გამართულ მატჩში კახა კაჭარავას მოთამაშეებმა რუსთაველები 4:0 დაამარცხეს.