ფეხბურთი

19:05 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი შესაძლოა “მილანში” დაბრუნდეს

აპენინური მედიის ინფორმაციით, ცნობილი იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი შესაძლოა მის ყოფილ კლუბ “მილანს” დაუბრუნდეს. 68 წლის საკი “როსონერის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის კლუბში დაბრუნების შესახებ უკვე ესაუბრა.

მოსალოდნელია, რომ არიგო იტალიური გრანდის ადმინისტრაციაში დასაქმდება, როგორც ერთ-ერთი დირექტორი. აგრეთვე ცნობილია, საკი მთავარი მწვრთნელის ფილიპო ინძაგის შეცვლას არ აპირებს.

იტალიელი სპეციალისტი “მილანს” სათავეში 1987-91 და 1996-97 წლებში მუშაობდა. საკის ტიტულები “როსონერის” მწვრთნელობის პერიოდში შემდეგნაირად გამოიყურება: სერია ა - 1987/88, იტალიის სუპერთასი - 1988, ევროპის ჩემპიონთა თასი (ახლანდელი ჩემპიონთა ლიგა) – 1988/89, 1989/90, ევროპის სუპერთასი – 1989, 1990, საკონტინენტთაშორისო თასი – 1989, 1990.

0.119325