ფეხბურთი

17:34 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ “ოლიმპიკში” გოლით დაიწყო

გიორგი ფანცულაია უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ დონეცკის “ოლიმპიკში” ისინჯება.

“ოლიმპიკი” კიევში მაკაროვის სახელობის მემორიალზე ასპარეზობს, რომელიც დახურულ დარბაზში ტარდება. დონეცკელებმა ტურნირის პირველ მატჩში ჩერნიგოვის “დესნა” 3:1 დაამარცხეს. 20 წლის ქართველმა ფორვარდმა პირველი ტაიმი ითამაშა და მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა. მან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე “ზესტაფონში” გაატარა, სადაც 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა. “ოლიმპიკში” მეორე ტაიმი მეკარე ზაურ მახარაძემ ითამაშა, რომელიც უკრაინაშია დაბადებულ-გაზრდილი.

“დესნას” ნახევარმცველი ლევან გულორდავა დაუბრუნდა, რომელიც თამაშში შესვენების მერე ჩაერთო. მან მიმდინარე სეზონის პირველ წრეში “ზუგდიდში” 8 შეხვედრა გამართა.

0.117788