ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა არიენ რობენმა გერმანულ “ბილდს” განუცხადა, რომ “რეკორდმაისტერთა” რიგებში ყოფნით ბედნიერია.
“ბაიერნში” 25 წლის ასაკში მივედი და ეს ჩემი კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. გერმანული გრანდი საუკეთესოა, წარმატებული და ჩვენ ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ. ვარ და ვიქნები “ბაიერნის” ნაწილი.” – განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.
არიენ რობენი 2014 წლის ფიფას წლის საუკეთესო გუნდში მოხვდა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.