საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტური საინტერესოდ დაიწყო. “ბორდომ” პირველი ტაიმის მინიმალური სხვაობით მოგების შემდეგ, შესვენების შემდეგ 0:2 წააგო და ქულის გარეშე დარჩა. სანიოლის გუნდი ჩავარდნას განიცდის, რაც ყველაზე მწვავედ “ლიონთან” მატჩში გამოვლინდა, როცა ჟირონდელები შინ 0:5 დამარცხდნენ.
პარასკევის მატჩში ანგარიში დიეგო როლანმა გახსნა. ურუგვაელმა 33-ე წუთზე “ნიცას” კარში თერთმეტმეტრიანი გაიტანა. პირველი ტაიმი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 66-ე წუთზე კი ამავინ გაათანაბრა.
21 წლის დიეგო როლანმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა, ხოლო 20 წლის მცველმა ჯორდან ამავიმ მესამედ გაახარა ბორდოელი ქომაგი. მატჩის მთავარი გოლი ასევე ახალგაზრდა მოთამაშემ, 21 წლის ალესან პლეამ შეაგდო. ფრანგს ასისტენტობა ერიკ ბუტეკმა გაუწია.
21 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში “ბორდო” 32 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, “ნიცა” კი 28 ქულით მე-10 ადგილზეა.
ბორდო – ნიცა 1:2 (1:0)
ბორდო, “შაბან-დელმასი.”
ბორდო: კარასო, პლანუსი, მარიანო, კონტენტო, პალოისი, პუნჟე (სალა 68), პლასილი, მაურის-ბელაი (დ’ალმეიდა 63), სერტიჩი (ჯიგლა 87), როლანი, ტურე
მთავარი მწვრთნელი: სანიოლი
ნიცა: ჰასენი, ჟენევოსი, გომისი, პუელი, ამავი, ჰალტი, ედუარდო (რაფეტრანიაინა 83), მენდი, ეისერიკი, პლეა, ბუტეკი
მთავარი მწვრთნელი: პუელი
გოლები: 1:0 როლანი (თერთმეტმეტრიანი 33), 1:1 ამავი (66), 1:2 პლეა (90)
მთავარი მსაჯი: ბენოი მილო
გაფრთხილება: სერტიჩი (25), ჟენევოსი (26), ჰასენი (31), კონტენტო (36), პუელი (36), ამავი (47), პლეა (65)