“არსენალის” თავკაცმა ფრანგმა არსენ ვენგერმა მცველის მატიე დებუშის და ნახევარმცველის მიქაელ არტეტას ტრავმებზე ისაუბრა. ორივე ფებურთელმა ოპერაცია გაიკეთა, დებუშიმ –ფეხზე, არტეტამ – მხარზე.
ვენგერის თქმით, დებუში სამ თვეს გამოტოვებს, ხოლო ესპანელი 6 კვირას.
აარონ რემზი, ტეო უოლკოტი და მესუთ იოზილი ჯანმრთელად არიან, ისინი “სიტისთან” მატჩში გუნდს დაეხმარებიან.
“სიტი” – “არსენალის” შეხვედრა 18 იანვარს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.