ფეხბურთი

11:52 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის სტადიონზე “ყინული დაიძრა”

საფეხბურთო კლუბ ფოთის “კოლხეთი 1913”-ის საშინაო არენა “ფაზისზე” მშენებლობა განახლდა.

თავის დროზე, ფოთის სტადიონზე რეკონსტრუქცია დაიწყეს, მაგრამ ერთი წლის წინ, სამუშაოები შეჩერდა. აქედან გამომდინარე, “კოლხეთი” საშინაო მატჩებს ლანჩხუთში ატარებდა.

“ფაზისზე” არსებული ვითარებიდან გამომდინარე რთული სავარაუდოა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის განახლებისთვის სამუშაოები დასრულდება და სტადიონიც ლიცენზირებას გაივლის. თუმცა, თავად ფაქტი, რომ “ყინული დაიძრა” უკვე მისასალმებელია და იმედია, “კოლხეთი” მეტოქეებს შინ მომდევნო სეზონში მაინც მიიღებს.

0.115852