იტალიური “ნაპოლის” არგენტინელი ფორვარდის, გონსალო იგუაინის ძმამ და აგენტმა ნიკოლასმა უარყო გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ 27 წლის ფეხბურთელი “ლივერპულში” გადასვლას აპირებს.
“ნეაპოლის დატოვებაზე არ ვფიქრობთ. არცერთ გუნდთან მოლაპარაკება არ გვიწარმოებია. გონსალოც მშვიდადაა. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და თავს ბედნიერად გრძნობს” - განუცხადა ნიკოლასმა Sky Sports-ს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში იგუაინმა 9 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. არგენტინელს “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.