ინგლისური მედიის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ლუის ვან გაალის საკუთარი გუნდის რიგებში “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი მცველის, მარკინიოსის ხილვა სურს. “წითელი ეშმაკები” 20 მცველის სანაცვლოდ მზად არიან 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. არახალია, რომ მანჩესტერელთა ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებას ეშურება.
მარკინიოსი პსჟ-ში წელიწადნახევრის უკან იტალიური “რომადან” 33 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში მან გუნდის ღირსება 12 შეხვედრაში დაიცვა და ერთი გოლის გატანაც შეძლო.