ფეხბურთი

22:48 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

FIFA-მ ბენ არფას “ნიცაში” თამაში აუკრძალა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს (FIFA) გადაწყვეტილებით, “ნიცას” ახალწვეული ჰატემ ბენ არფა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, ფრანგული კლუბის მაისურით თამაშს ვერ შეძლებს. ამის მიზეზი ისაა, რომ 27 წლის ფეხბურთელმა, 2014/15 წლების სეზონში, უკვე 2 კლუბის მაისურით ითამაშა.

ბენ არფამ სეზონი “ნიუკასლში” დაიწყო და “კაჭკაჭების” ახალგაზრდულ გუნდში ერთი თამაში ჩაატარა. სეზონის დაყებიდან მალევე ის “ჰალში” გაანათხოვრეს, რომლის რიგებშიც ფეხბურთელმა 9 შეხვედრა ჩაატარა. იანვარში კი, ბენ არფამ “ნიცას” მიაშურა.

FIFA-ს წესების თანახმად, ფეხბურთელს უფლება აქვს სეზონის განმავლობაში 3 გუნდის მოთამაშედ დარეგისტრირდეს, მაგრამ მხოლოდ ორ მათგანში ითამაშოს. იმის გამო, რომ FIFA-მ სათვალავში “ნიუკასლის” ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებული თამაშიც მიიღო, ფრანგ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში სხვა კლუბის მაისურით მოედანზე გასვლა აეკრძალა.

0.105424