ფეხბურთი

22:41 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

უჩანი შესაძლოა მჭედლიძის თანაგუნდელი გახდეს

თურქეთის ეროვნული ნაკრების და სტამბულის “ფენერბაჰჩეს” საკუთრებაში მყოფი შემტევი ნახევარმცველი სალიჰ უჩანი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლევან მჭედლიძის კლუბ “ემპოლში” იჯარის წესით მოხვდეს.

21 წლის ფეხბურთელი ამჟამად თურქული კლუბიდან “რომაში” ერთი სეზონითაა განათხოვრებული. “ფენერბაჰჩემ” ნახევარმცველი იტალიაში პრაქტიკის მისაღებად გაუშვა, თუმცა “მგლების” მაისურით უჩანმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ისიც სამი წუთით.

იტალიური მედიის ინფორმაციით, “რომა” ფეხბურთელთან ხელშეკრულებას გაწყვეტს და თურქები ახალგაზრდა შემტევს “ემპოლში” ნახევარი სეზონით გაანათხოვრებს. ტოსკანური კლუბი იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 18 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონასთან სამი ქულა აშორებს.

0.111382