როგორც უკვე ვიუწყებოდით, ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ლონდონში იმყოფება და “ნიუ იორკ ნიქსთან” მატჩისთვის ემზადება, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სპეციალური პროგრამის ეგიდით შედგება.
ქართველი ცენტრი და მისი თანაგუნდელები ვარჯიშებზე ოფლს ხომ ღვრიან და არც ინგლისის დედაქალაქის ღირშესანიშნაობების მონახულებას ივიწყებენ.
“ბაქსის” კალათბურთელები ლონდონის “ჩელსის” სტადიონ “სტემფორდ ბრიჯსაც” ესტუმრნენ და სამახსოვრო ფოტოებიც მრავლად გადაიღეს, ხვალიდან კი, მათი ევროპული ტურნეს მთავარი მოვლენაა – თბილისის დროით 24:00 საათიდან “მილუოკის” და “ნიუ იორკის” დაპირისპირება დაიწყება.
http://www.nba.com/bucks/video/teams/bucks/2015/01/13/chelseahd720pmov-3490085