ფეხბურთი

22:20 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში თანამედროვე ტექნოლოგიები მომდევნო სეზონიდან დაინერგება

Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, კარლო ტავეკიომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, სერია A-ს მომდევნო გათამაშებიდან, კარის აღება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დაფიქსირდება.

ბოლო დროს, იტალიურ ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე არაერთმა ადამიანმა ისაუბრა. მათ შორის იყვნენ “მილანის” სპორტული დირექტორი ადრიანო გალიანი და “რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია. ამის საპასუხოდ, ფედერაციამ ტექნოლოგიების დანერგვის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ტავეკიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “დღეს, მუშა ჯგუფის შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრაზე კარის აღების ავტომატურად დაფიქსირების საკითხები განვიხილეთ. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა 2015/16 წლების სეზონიდან იგეგმება.”

0.123402