ფეხბურთი

21:26 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე შესაძლოა “ვერდერში” დაბრუნდეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომის “ლაციოს” ცენტრალური თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე შესაძლოა ბრემენის “ვერდერში” დაბრუნდეს. ვეტერანი თავდამსხმელის გერმანიაში დაბრუნება შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოხდეს.

მიმდინარე სეზონში თავდამსხმელი მოედანზე სულ 16 შეხვედრაში გამოჩნდა, გაიტანა 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლოზე მოედანზე საშუალოდ ერთ მატჩში 33 წუთით რჩება და ბუნებრივია გუნდის გამოცვლა სურს.

თავის მხრივ გერმანელის დაბრუნების იმედი “მუსიკოსებსაც” აქვთ. “ვერდერი” ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ცუდად ასპარეზობენ და 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 17 ქულით გასავარდ ზონაში მე-16 ადგილზე იმყოფება.

კლოზე “ვერდერში” ოთხი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 128 ჩატარებულ მატჩში 60 გოლი გაიტანა. გერმანელს იტალიელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061362