26 წლის კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი ვილფრიდ ბონი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია. ტრანსფერი როგორც “ქალაქელებმა”, ასევე ბონის ყოფილმა კლუბმა, “სუონსიმ” დაადასტურა.
“სუონსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ბონის ტრანსფერი კლუბის ისტორიაში რეკორდულია. ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, “სიტიმ” ფეხბურთელში 25 მილიონი ფუნტი გადაიხადა და შესაძლოა, ამ თანხას კიდევ 3 მილიონი დაემატოს. ბონიმ “სიტის” თავისი მომავალი ოთხნახევარი წლით დაუკავშირა.
ვილფრიდ ბონი “სუონსიში” 2013 წელს, “ვიტესიდან” გადავიდა. უელსური გუნდის მაისურით მან 70 თამაში ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.