ფეხბურთი

16:26 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბონის ტრანსფერზე წარმოქმნილი გაუგებრობა

კოტ დივუარის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ცნობა ვილფრიდ ბონის ტრანსფერთან დაკავშირებით. მათ ვებგვერდზე განთავსებული ცნობის თანახმად, ბონი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია, თუმცა უელსურმა კლუბმა “სუონსიმ” ბონის ტრანსფერი უარყო და აღნიშნა, რომ კოტ დივუარის ფედერაციამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

“ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ცნობა დადასტურდება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს საკითხი არ ეხება კოტ დივუარის ფეხბურთის ფედერაციას! ” – აღნიშნულია “სუონსის” ოფიციალურ სოციალ ქსელზე.

კოტ დივუარის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე აღნიშნული იყო ფეხბურთელის სატრანსფერო თანხაც. მათი მიხედვით, ბონის ტრანსფერში “მანჩესტერ სიტიმ” 25 მილიონი სტერლინგი გადაიხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113001