მე-3 ლიგის “ჰალეშერმა”, სადაც აკაკი გოგია გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ბუნდესლიგის ბერლინის “ჰერტა” 3:1 დაამარცხა და ანგარიში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გახსნა.
გოგია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მან ბელინელთა კარი 25-ე წუთზე აიღო.
საფრანგეთის ლიგის თასის 1/4-ფინალში “ბასტიამ” სახლში “რენს” 3:1 მოუგო, ლუკა კიკაბიძე გამარჯვებულთა 18-კაციან შემადგენლობაში არც ამჯერად იყო. “ბასტია” 1/2-ფინალში გავიდა.
პორტუგალიის ლიგის თასის შეხვედრაში “ეშტორილმა” შინ “ჟილ ვისენტეს” 3:0 აჯობა და სტუმართა სამატჩო განაცხადში შემტევი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე არ ფიგურირებდა.
ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, თურქეთში შეკრებაზე ყაზახეთის ყარაგანდის “შახტიორს” 3:1 აჯობა.