თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, გერმანიის მე-3 ლიგის “კოტბუსთან” ამხანაგურ მატჩი 1:1 დაასრულა.
ბაქოელთა სასტარტო შემადგენლობაში მცველებმა ალექსანდრე ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ, ასევე, ფორვარდმა ბაჩანა ცხადაძემ ითამაშეს. სალუქვაძე მე-20 წუთზე გააძევეს.
ცხადაძის გაწვრთნილებმა შეკრებაზე პირველ შეხვედრაში თურქეთის ქვედა ლიგის “ინეგოლსფორი” 4:1 სძლიეს.