ფეხბურთი

18:54 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალდერვეირელდს თვე გაუცდება

ინგლისური “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველი ტობი ალდერვეირელდი ფეხბურთის თამაშს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ამის მიზეზი “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში მიღებული ტრავმაა.

პრემიერლიგის გასული ტურის შეხვედრაში, ბელგიელმა უკანახაზელმა ტრავმა მე-20 წუთზე მიიღო და მწვრთნელმა ის გამოცვალა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ 25 წლის ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი და მის მკურნალობას დაახლოებით ერთი თვე ჭირდება.

ტობი ალდერვეირელდი “საუთჰემპტონში” მადრიდის “ატლეტიკოდანაა” განათხოვრებული. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მან 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128483