ფეხბურთი

16:38 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიხშტაინერმა გაახანგრძლივა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსმა" შვეიცარიელ მცველ სტეფან ლიხშტაინერს კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელა. ფეხბურთელს "ბებერ ქალბატონთან" ძველი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა აქამდე მხარეები საბოლოო შეთანხმებას ვერ აღწევდნენ.

30 წლის ლიხშტაინერი "იუვეში" 2011 წელს რომის "ლაციოდან" გადაბარგდა და მას შემდეგ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. "ლაციომდე" იგი ფრანგული "ლილის" და ციურიხის "გრასჰოპერსის" შემადგენლობაში თამაშობდა.

0.113147