ფეხბურთი

15:32 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუნაიტედი" "საუთჰემპტონის" ლიდერით ინტერესდება

ინგლისური გამოცემის "დეილი ექსპრესის" ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა “საუთჰემპტონს" ფრანგი ნახევარმცველის მორგან შნეიდერლინის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადოს.

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი “წითელი ეშმაკების" დამრიგებელ ლუის ვან გაალს ძალიან მოსწონს. შნეიდერლინი "საუთჰემპტონში" 2008 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მას პრემიერლიგის 16 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100994