საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” მცველი მატიე დებუში შესაძლოა ლაზარეთში დიდი ხნით კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ “სტოკ სიტისთან” 3:0 მოგებული შეხვედრის დებიუტში, 29 წლის ფეხბურთელი მარკო არნაუტოვიჩთან შეჯახების შემდეგ გვერდით ხაზს იქით გადაფრინდა და მინდორზე ძალიან ცუდად დავარდა. მატიემ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მოგვიანებით კი, ექიმებმა მას მხრის ამოვარდნა დაუდგინეს.
The Telegraph-ის ცნობით, დღეს დებუშს სპეციალისტები გასინჯავენ და მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადებიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი. თუ ფეხბურთელს ოპერაციას გაკეთება მოუწევს, მაშინ ის მოედანს სამი თვე ვერ დაუბრუნდება.
შექმნილ სიტუაციაში “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, იანვრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობს. დებუშის დიდი ხნით გამოკლებით შემთხვევაში, ფრანგი სპეციალისტი გუნდის დაკომპლექტების პროცესს დააჩქარებს.