კალათბურთი

14:00 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

უოკერი და ტომპსონი კვირის მოთამაშეებად აღიარეს

“შარლოტ ჰორნეთსის” გამთამაშებელი კემბა უოკერი და “გოლდენ სტეიტ უორიორზის” შემტევი მცველი კლეი ტომპსონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.

უოკერის დახმარებით, შარლოტელებმა ოთხივე მატჩი მოიგეს, გუნდის ლიდერი კი საშუალოდ 30.3 ქულას, 5.8 მოხსნას, 4.5 პასს და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა. სამივე თამაშში იმარჯვა “უორიორზმა”, ტომპსონის საშუალო მონაგარი კი 27.7 ქულა იყო.

კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე პრეტენზიას შემდეგი კალათბურთელებიც აცხადებდნენ: ჯეფ ტიგი (“ატლანტა”), არონ აფლალო (“დენვერი”), გრეგ მონრო (“დეტროიტი”), ბლეიკ გრიფინი და კრის პოლი (ორივე – კლიპერსი), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), რობერტ კოვინგტონი (“ფილადელფია”), ლამარკუს ოლდრიჯი, დემიან ლილარდი (ორივე – “პორტლენდი”) და დემარკუს კაზინსი (“საკრამენტო”) აცხადებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101583