კალათბურთი

1:43 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია ლონდონშია

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსს” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი 15 იანვარს ელის, თუმცა, მას არა აშშ-ში, არამედ ევროპაში, კერძოდ კი, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ჩაატარებს.

მილუოკელებმა აკლიმატიზაციის გასავლელად, ბრიტანეთში რამდენიმე დღით ადრე ჩასვლა არჩიეს და მომავალი თამაშისთვის ლონდონშივე მოემზადებიან.

ცნობისთვის, მომავალი მატჩი 15 იანვარს თბილისის დროით 24:00 საათიდან დაიწყება, ამდენად, მისთვის თვალის მიდევნება ღამის თენების გარეშე იქნება შესაძლებელი.

და ერთიც. მილუოკელთა ფეისბუქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუნდის კალათბურთელები ბრიტანეთთან კავშირში მყოფ ფოტოებზე წარმოაჩინეს, ყველაზე სახალისო კი სწორედ ზაზას გარდასახვა გამოვიდა...

0.13697