ფეხბურთი

21:27 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” იოვეტიჩს მიუახლოვდა

ინგლისური გამოცემის “სანის” ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” უახლოეს ხანებში მონტენეგროელი თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი დატოვებს. ინგლისელი ჟურნალისტების ვარაუდით, მანუელ პელეგრინის “სუონსიდან” ვილფრიდ ბონის შეძენა აქვს გადაწყვეტილი და “ფიორენტინას” ყოფილი ფეხბურთელის ადგილს საკუთარ გუნდში ვერ ხედავს.

“სანი” 25 წლის მოთამაშის სავარაუდო, მომავალ გუნდსაც ასახელებს. იოვეტიჩი დიდი ალბათობით ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. სტევან იოვეტიჩი იტალიაში 2008-2013 წლებში “ფიორენტინას” შემადგენლობაში თამაშობდა.

0.116889