ესპანურმა გამოცემა As-მა სტატისტიკოსების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია თუ რომელი ფეხბურთელი ახერხებს სტატისტიკურად ყველაზე მეტად საჯარიმო დარტყმიდან გოლის გატანას.
სიაში პირველ ადგილზე მადრიდის “რეალის” უელსელი შემტევი გარეთ ბეილი იმყოფება, მეორე ადგილს კი “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო იკავებს.
სტატისტიკოსების გამოთვლით უელსელი ყოველი 9.5 ცდიდან ერთხელ ახერხებს საჯარიმოდან გოლის გატანას, ანდრეა პირლოს ბურთი 10.5 საჯარიმო დარტყმიდან გააქვს, ხოლო ლიონელ მესის - 14.1 ცდიდან.