შესაძლოა, ფეხბურთის სპეციალისტები პრიმერა დივიზიონში დაბრუნებული „ვილიარეალის“ ასეთ წარმატებულ სტარტს არც კი ელოდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ „ყვითელმა წყალქვეშა“ ნავმა აგერ უკვე მე–3 მატჩი მოიგო და გათამაშების ცხრილს სათავეში უდანაკარგოდ უდგას.
მე–3 ტურში, „ვილიარეალი“ „ოსასუნას“ ეწვია და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველ ტაიმში მასპინძელთა მცველების უხეირო მოქმედებებით ჟერემი პერბემ და ხავიერ აკინომ ისარგებლეს – სტუმრები 2–ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მატჩში წერტილი იკეჩუკვუ უჩემ დასვა, რომელიც ჯოვანი დოს სანტოსის დაბალ გადაცემას გამოეხმაურა და ტაბლოზე 0:3 „აანთო“.
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ვიგოს „სელტასა“ და „გრანადას“ დაპირისპირებაში. გუნდებმა ერთმანეთის კარი თითოჯერ აიღეს და თითო ქულა მოიპოვეს – 1:1.
„ვალიადოლიდს“ „ხეტაფესთან“ მატჩში 3 ქულის მოსაპოვებლად გოლიც ეყო. ხუან იგნასიო მარტინესის გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი მარკ ვალიენტემ, მე–2 ტაიმის დებიუტში გაიტანა და როგორც შემდეგ გაირკვა, მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა – 1:0.
ვიგო. „ბალაიდოსი“. 23000
სელტა – გრანადა 1:1 (1:0)
სელტა: იოელი, მალიო, ფონტასი, ორტენეჩე, კოსტასი, ფერნანდესი (მადინდა 87), ლოპესი, რაფინია (კრონ–დელი 65), ტონი, ნოლიტო (როდრიგესი 82), შარლესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გრანადა: რობერტო, დიაკატე, ანგულო, ნიომი, მაინსი, იტურა, ბრაიმი (გარსია 72), ბენიტესი (ბუონანოტე 55), რიკო, პიტი (იებდა 75), რიკი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლი: 1:0 რაფინია (29), 1:1 პიტი (62)
გაფრთხილება: ფონტასი (77) – ბენიტესი (43), რიკო (76)
კარში დარტყმა: 17 (4) – 3 (1) ჯარიმა: 9 - 6 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 0 – 3
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 12000
ვალიადოლიდი – ხეტაფე 1:0 (0:0)
ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, პენია, ბერგდიჩი (რამა 75), ალვარო, ოსკარი, ომარი (ბარაჰა 85), სასტრე, გერა (მანუშუ 88).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
ხეტაფე: მოია, ვალერა, რუანო, ლოპესი (მოსკერა 78), ესკუდერო, ბორხა, ლაფიტა, ლეონი, კასტრო, ლასენი (სარაბია 71), კოლუნგა (ვასკესი 63).
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
გოლი: 1:0 ვალიენტე (47)
გაფრთხილება: სასტრე (59), მანუშუ (90) – ლოპესი (60), ესკუდერო (90)
კარში დარტყმა: 21 (6) – 16 (0) ჯარიმა: 19 - 8 კუთხური: 10 - 5 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 0 – 5
პამპლონა. „ელ სადარი“. 13000
ოსასუნა – ვილიარეალი 0:3 (0:2)
ოსასუნა: ფერნანდესი, ლოტიე, ორიოლი, არიბასი, სანხურხო, პუნიალი, სისი, სილვა (დამია 46), დე ლას კუევასი (ტორესი 57), არმენტეროსი (ნუნიესი 75), რიერა.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, დორადო, გასპარი, ხაუმე, კანი, სორიანო, აკინო, ტრიგეროსი (პინა 69), პერეირა (უჩე 73), პერბე (დოს სანტოსი 63).
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
გოლი: 0:1 პერბე (22), 0:2 აკინო (30), 0:3 უჩე (75)
გაფრთხილება: ლოტიე (44), არმენტეროსი (68), ტორესი (72) – მუსაკიო (72), პინა (85)
კარში დარტყმა: 9 (3) – 9 (4) ჯარიმა: 15 - 14 კუთხური: 7 - 8 თამაშგარე: 0 - 6 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 1 – 3
1. | ვილიარეალი | 3 | 3 | 0 | 0 | 8:3 | 9 | |
2. | ბარსელონა | 2 | 2 | 0 | 0 | 8:0 | 6 | |
3. | ატლეტიკო | 2 | 2 | 0 | 0 | 8:1 | 6 | |
4. | ბილბაო | 2 | 2 | 0 | 0 | 4:1 | 6 | |
5. | რეალი | 2 | 2 | 0 | 0 | 3:1 | 6 | |
6. | სელტა | 3 | 1 | 2 | 0 | 5:4 | 5 | |
7. | ესპანიოლი | 2 | 1 | 1 | 0 | 5:3 | 4 | |
8. | სოსიედადი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:1 | 4 | |
9. | გრანადა | 3 | 1 | 1 | 1 | 3:3 | 4 | |
10. | ლევანტე | 3 | 1 | 1 | 1 | 2:8 | 4 | |
11. | ვალიადოლიდი | 3 | 1 | 0 | 2 | 3:4 | 3 | |
12. | ვალენსია | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 | |
13. | რაიო | 3 | 1 | 0 | 2 | 4:7 | 3 | |
14. | ალმერია | 3 | 0 | 2 | 1 | 6:7 | 2 | |
15. | ელჩე | 3 | 0 | 2 | 1 | 3:6 | 2 | |
16. | სევილია | 2 | 0 | 1 | 1 | 1:3 | 1 | |
17. | ხეტაფე | 3 | 0 | 1 | 2 | 2:5 | 1 | |
18. | ბეტისი | 2 | 0 | 0 | 2 | 2:4 | 0 | |
19. | მალაგა | 2 | 0 | 0 | 2 | 0:2 | 0 | |
20. | ოსასუნა | 3 | 0 | 0 | 3 | 1:7 | 0 |