სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონის “არსენალის” სამწვრთნელო შტაბი კლუბის ხელმძღვანელობისგან ტრანსფერების განსახორციელებლად 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.
აღსანიშნავია, რომ სპონსორებისგან, “მეთოფეები” წელიწადში 70 მილიონ გირვანქა სტერლინგს იღებენ. ამას კლუბის ბიუჯეტიდან 30 მილიონი გირვანქა სტერლინგიც დაემატება და ლონდონელთა თავკაც არსენ ვენგერს ტრანსფერებისთვის საკმარისი თანხა ექნება.
ცნობისათვის, მომდევნო სეზონიდან, “არსენალის” მატჩზე დასასწრები ბილეთები კიდევ 3%-ით გაიზრდება. “არსენალი” იმ სამი კლუბის სიაში მოხვდება, რომელთა წლიური შემოსავალიც 300 მილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.