ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:45 | 20.12.2021

020 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1980 - დაიბადა ეშლი კოული. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ლონდონის “ჩელსის”, “რომას” მარცხენა მცველი. მანამდე ლონდონის “არსენალის” და “კრისტალ პალასის” ღირსებას იცავდა. “ჰაიბერიზე” მისი დებიუტი ...

09:51 | 19.12.2021

019 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 - არვიდას საბონისი. ლიტვისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების, კაუნასის “ჟალგირისის”, “ვალიადოლიდის”, მადრიდის “რეალისა” და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზის” მეფარე (220 ...

09:52 | 18.12.2021

018 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1966- დაიბადა ჯანლუკა პალიუკა. იტალიის ნაკრების (1991-98), “სამპდორიას” (1987-94), “ინტერის” (1994-99), “ბოლონიას” (1999-2006), “ასკოლის” (2007) მეკარე. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი.

09:50 | 17.12.2021

017 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1971 - დაიბადა იგორ კოკოშკოვი. სერბი საკალათბურთო სპეცილისტი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. კოკოშკოვის დამრიგებლობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B საკვალიფიკაციო ...

09:45 | 16.12.2021

016 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1899- ინგლისელებმა - ალფრედ ედვარდსმა და ჰერბერტ კილპინმა - საფეხბურთო კლუბი “მილანი” დააარსეს. გუნდი დააარსებიდან ორი წლის შემდეგ (1901) იტალიის ჩემპიონი გახდა. “მილანს” თავისი მდიდარი ისტორიის განმავლობაში ...

09:48 | 15.12.2021

015 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1952 - დაიბადა ალან როდენკამ სიმონსენი. დანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების (1972-86), მიონხენგლადბახის “ბორუსიას” (1972-79), “ბარსელონას” (1979-83), “ჩარლტონ ატლეტიკის” (1983) და “ვეილეს” (1971-72, 1983-89) ...

09:50 | 14.12.2021

014 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1979 - დაიბადა მაიკლ ჯეიმს ოუენი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის” (1996-04), მადრიდის “რეალის” (2004-05), “ნიუკასლ იუნაიტედის” (2005-09), “მანჩესტერ იუნაიტედის” (2009-2012), „სტოკ სიტის“ ფორვარდი. ნიუკასლელებმა, ...

10:02 | 13.12.2021

013 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1982 - ტრაგიკულად დაიღუპა თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი, საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო გოლის ავტორი ვიტალი დარასელია.

09:54 | 12.12.2021

012 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947 - დაიბადა კახი ასათიანი. თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. საკავშირო ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს სამი მედალი.

09:52 | 11.12.2021

011 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1981 – დაიბადა ხავიერ სავიოლა. არგენტინის ნაკრების, “რივერ პლეიტის”, “ბარსელონას”, “მონაკოს”, “სევილიას”, მადრიდის “რეალის”, “ბენფიკას”, “მალაგას”, “ოლიმპიაკოსის”, “ვერონას” ფორვარდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.477574