ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
19:16 | 25.12.2022 გისურვებთ შობა იმაზე უკეთ გაგეტარებინოთ, ვიდრე ,,ჩარლტონის" მეკარეს 85 წლის წინათ!
85 წლის წინ ,,ჩარლტონ ატლეტიკის" მეკარეს არც თუ ისე სასიამოვნო შობის დღესასწაული ჰქონდა, რადგან დაახლოებით 15 წუთის გატარება საფეხბურთო მოედანზე მარტოს მოუწია.
| |
14:49 | 21.12.2022 პრემიერ ლიგის მატჩზე ისტორიაში პირველად, სიქ-პუნჯაბი მსაჯი იმუშავებს
4 იანვარს, ,,საუთჰემპტონისა" და ,,ნოტინგემის" მატჩში ბჰუპინდერ სინგჰ გილი გახდება პირველი სიქ-პუნჯაბი მსაჯი, რომელიც პრემიერ ლიგის შეხვედრაში იმუშავებს.
|
00:04 | 12.08.2022 U17 | ფრე მონტენეგროსთან მეორე ტესტ-მატჩში
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე მონტენეგროელი თანატოლების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
| |
09:59 | 30.07.2022 30 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1964 - დაიბადა იურგენ კლინსმანი. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “შტუტგარტის,” “ინტერისა”, “ბაიერნის”, “ტოტენჰემის” და “მონაკოს” ფორვარდი (181 სმ). მსოფლიოსა (1990) და ევროპის (1996) ჩემპიონი. ...
|
09:49 | 29.07.2022 29 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1937. დაიბადა ვლადიმერ ბარქაია. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდი. სსრ კავშირის ჩემპიონატებში ჩაატარა 227 მატჩი, გაიტანა 68 გოლი. საკავშირო თასის გათამაშებაში იასპარეზა ...
| |
09:57 | 28.07.2022 28 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1954-დაიბადა თამაზ იმნაიშვილი. სახელგანთქმული ქართველი სასტენდო მსროლელი (მრგვალი სტენდი). 1981 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1993 წლის პლანეტის პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი.
|
09:54 | 25.07.2022 25 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1958. დაიბადა კარლ-ჰაინც ფიორსტერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “შტუტგარტის” და “მარსელის” მცველი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. 1982 და 1986 წლების მუნდიალების ფინალისტი. ...
| |
09:56 | 24.07.2022 24 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2013. “ატლეტიკო მინეიროსთან” ერთად კოპა ლიბერტადორესის მოგების შემდეგ, რონალდინიო მოპოვებული ტიტულების მიხედვით რეკორდსმენი გახდა.
|
09:45 | 22.07.2022 22 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1971. დაიბადა მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისის “დინამოს,” ვლადიკავკაზის “ალანიას,” “მანჩესტერ სიტის,” “ციურიხის,” “გრასჰოპერსის,” “აარაუს”, “სიონისა” და “ბაზელის” ფეხბურთელი. ...
| |
09:55 | 21.07.2022 21 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1950. დაიბადა უბალდო ფილოლი. არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მეკარედ.
|
|
 |
სარეკლამო ადგილი - 23 250 x 500 |
|